სასწავლო პროექტი


მათემატიკა და საქართველოს ისტორია

პროექტის მთავარი იდეა:   მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს ისტორიისა და მათემატიკის ღრმად შესწავლით.

პროექტის აქტუალობა:   ე.ს.გ.–ით გათვალისწინებული  მათემატიკური მასალის კარგი ცოდნა აუცილებელია ყველა მოსწავლისათვის, ეს უადვილებს მათ სხვა საგნების  უკეთ შესწავლას. ისტორიული ფაქტების გამოყენება კონკრეტული მათემატიკური ამოცანების ამოხსნის დროს ხელს შეუწყობს კომპლექსურად მეცნიერულ–შემეცნებით მუშაობას.

პროექტის მიზნები:   ა)  რაც შეიძლება მეტიმოსწავლე დაინტერესდეს მათემატიკის შესწავლით.
 ბ)  მათემატიკა დავანახოთ ახალგაზრდობას არა როგორც განყენებული  საგანი, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.
 გ) მათემატიკის შესწავლა გავხადოთ სახალისო და საინტერესო.

მოსწავლეთა ასაკი:  15–16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.

მოსალოდნელი შედეგი:  მოსწავლეებს დაუგროვდათ გარკვეული ცოდნა როგორც საქართველოს ისტორიაში ასევე მათემატიკაში. მოსწავლეები მსჯელობენ  ისტორიული საკითხებიდან გამომდინარე და ასევე აკეთებენ დასკვნებს მათემატიკური კვლევის შედეგად.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:  სამუშაო რვეული, საწერი საშუალება, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა , ცარცი, დისკი––ჯეოგებრა, გურამ ჩაჩანიძის წიგნი –ალგებრა და საქართველოს მატიანე.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1:  კლასს ვყოფ ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას–––ერთმა ჯგუფმა მოიპოვოს საინტერესო მასალები საქართველოს ისტორიიდან, მეორე ჯგუფმა შეარჩიოს საინტერესო ამოცანები  გურამ ჩაჩანიძის წიგნიდან.
აქტივობა 2:  მოსწავლეები ატარებენ გამოკითხვას: საქართველოს ისტორიიდან რომელი პერიოდებია ყველაზე მნიშვნელოვანი? შეიძლება თუ არა  მათემატიკური ამოცანების ამოხსნით ვუპასუხოთ  ისტორიიდან შეკითხვებსაც?
აქტივობა 3:  ვამოწმებ ინფორმაციას, რომელიც შეაგროვეს მოსწავლეებმა და ვაძლევ სათანადო მითითებას.
აქტივობა 4:  ჯგუფებმა მოამზადეს პროექტის მიმდინარეობა და შედეგი.
აქტივობა 5:  ჩავატარე მათემატიკური შეჯიბრება კლასის ორ ჯგუფს შორის, მათ მიერ შერჩეული მასალის მიხედვით.

ე.ს.გ.–თან კავშირი:
მათ.XI. 12     მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
მათ.XI.15   მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
მათ.XI.3.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა–დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.

პროექტის ხელმძღვანელი:  დალი კვერენჩხილაძე.

ელ.ფოსტა: dalikverenchkhiladze@gmail.com