მათემატიკა და საქართველოს ისტორია
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს ისტორიისა და მათემატიკის ღრმად შესწავლით.
პროექტის აქტუალობა: ე.ს.გ.–ით გათვალისწინებული მათემატიკური მასალის კარგი ცოდნა აუცილებელია ყველა მოსწავლისათვის, ეს უადვილებს მათ სხვა საგნების უკეთ შესწავლას. ისტორიული ფაქტების გამოყენება კონკრეტული მათემატიკური ამოცანების ამოხსნის დროს ხელს შეუწყობს კომპლექსურად მეცნიერულ–შემეცნებით მუშაობას.
პროექტის მიზნები: ა) რაც შეიძლება მეტიმოსწავლე დაინტერესდეს მათემატიკის შესწავლით.
ბ) მათემატიკა დავანახოთ ახალგაზრდობას არა როგორც განყენებული საგანი, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.
გ) მათემატიკის შესწავლა გავხადოთ სახალისო და საინტერესო.
მოსწავლეთა ასაკი: 15–16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს დაუგროვდათ გარკვეული ცოდნა როგორც საქართველოს ისტორიაში ასევე მათემატიკაში. მოსწავლეები მსჯელობენ ისტორიული საკითხებიდან გამომდინარე და ასევე აკეთებენ დასკვნებს მათემატიკური კვლევის შედეგად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: სამუშაო რვეული, საწერი საშუალება, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა , ცარცი, დისკი––ჯეოგებრა, გურამ ჩაჩანიძის წიგნი –ალგებრა და საქართველოს მატიანე.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: კლასს ვყოფ ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას–––ერთმა ჯგუფმა მოიპოვოს საინტერესო მასალები საქართველოს ისტორიიდან, მეორე ჯგუფმა შეარჩიოს საინტერესო ამოცანები გურამ ჩაჩანიძის წიგნიდან.
აქტივობა 2: მოსწავლეები ატარებენ გამოკითხვას: საქართველოს ისტორიიდან რომელი პერიოდებია ყველაზე მნიშვნელოვანი? შეიძლება თუ არა მათემატიკური ამოცანების ამოხსნით ვუპასუხოთ ისტორიიდან შეკითხვებსაც?
აქტივობა 3: ვამოწმებ ინფორმაციას, რომელიც შეაგროვეს მოსწავლეებმა და ვაძლევ სათანადო მითითებას.
აქტივობა 4: ჯგუფებმა მოამზადეს პროექტის მიმდინარეობა და შედეგი.
აქტივობა 5: ჩავატარე მათემატიკური შეჯიბრება კლასის ორ ჯგუფს შორის, მათ მიერ შერჩეული მასალის მიხედვით.
ე.ს.გ.–თან კავშირი:
მათ.XI. 12 მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
მათ.XI.15 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
მათ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა–დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.
პროექტის ხელმძღვანელი: დალი კვერენჩხილაძე.
ელ.ფოსტა: dalikverenchkhiladze@gmail.com